logo_geo
ნინო ჯღარკავა: მას არ ვთვლი „ოცნების“ კონკურენტად!
- +

28 სექტემბერი. 2021. 15:14

 

 

„როდესაც გახარია გახდა შს მინისტრი, მან შემოიკრიბა თავისიანები და თავისნაირები, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ნიშნავდა ისეთ ზონდერ ადამიანს, რომლის კადრებიც კია 2007-ში მიტინგის დარბევის დროს გადაღებული, თუ როგორ ესროდა სამინისტროს შენობიდან წყლით სავსე ბუშტებს და წყლის თოფებს ადამიანებს, დათა ახალაიასთან ერთად. გახარიამ მისი დანიშვნა მოინდომა სამხარეო პოლიციის უფროსად“, - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ განაცხადა.

 

„მაშინ მე ამაზე დავწერე და ერთი ამბავი ავტეხე, რამაც შედეგი გამოიღო და ეს პიროვნება ვეღარ დანიშნეს აღნიშნულ თანმდებობაზე. მას ზუსტად ისეთი კადრები მოჰყავდა, რასაც 2012 წელს ვერც კი წარმოვიდგენდით. სწორედ მან აუგორა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შავი პიარი, თავისი მხარდამჭერი ჯგუფის სახელით და ფულიც გადაუხადა გაყიდულ ჟურნალისტებს ამ პიარისთვის. როგორ შეიძლება, საკუთარ მინისტრს თუ ვერ ხსნი, ფული გადაიხადო მის ჩამოსაშორებლად.

 

ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო და ამას „კრისობა“ ჰქვია. გახარია იყო ნეპოტიზმით ყველასგან გამორჩეული მინისტრი, მეგობრებით, კლასელებით და ახლობელი ადამიანებით გაავსო სამინისტრო და არამხოლოდ. ნიშნავდა მათ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. საშინელი პანდემიის დროს, როცა ქვეყანა ინგრეოდა, ქამრები შემოიჭირეთ და პრემიები არ აიღოთო, საჯარო პირებს გამოუცხადა, თვითონ კი გაქანდა და ნახევარ მილიონ ევროდ პარიზში სახლი იყიდა. სულ არ მაინტერესებს მას ეს ფული კანონიერად ჰქონდა მოპოვებული თუ უკანონოდ, მოსკოვიდან ჩამოყვა, თუ აქ იშოვა... მე ვგულისხმობ მის დამოკიდებულებას: ქვეყანა ინგრევა, პლანეტა გაჩერდა, ამ დროს შენ გარბიხარ და პარიზში ბინას ყიდულობ. ე.ი. ხელს ითბობ ამ გაჭირვების ჟამს? როგორ შეიძლება, ეს კაცი კარგ კრიზის-მენეჯერად აღვიქვათ? კრიზის-მენეჯერი ის არის, სახლიდან რომ გამოიტანს და გამინაწილებს, ერთი რომ გვაქვს და იმას გაგვიყოფს... ის კი, მე ქამარს მიჭერს და თავად სახლს ყიდულობს პარიზში. ხალხს არც მისი კოკაინი აინტერესებს და არც პირადი ცხოვრება, მაგრამ ადამიანების საზიანოდ არ უნდა იკვეთებოდეს ეს ყველაფერი. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ თავი გაენადგურებინა, ასეთი ადამიანები დიდხანს რეიტინგს ვერ ინარჩუნებენ. მე მას დავარქვი “ვოზდუხი“, რადგან მთელი მისი „შემოქმედება“ ჰაერივით აორთქლდა. ამიტომ მე მას არ ვთვლი „ოცნების“ კონკურენტად“, - განაცხადა ნინო ჯღარკავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი