logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონმა ადამიანმა 4 წლით მოგვცა მანდატი, ამის გარდა სხვა დათქმა არ არსებობს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება
- +

29 სექტემბერი. 2021. 00:09

 

 

„ჩვენ დღეს ვიხილეთ ბოლო კვლევები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი. მზარდი რეიტინგი აქვს ჩვენს პარტიას. აღარაფერ შუაშია 43%, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ეს იყო ანტიკონსტიტუციური და უსამართლო ჩანაწერი. მაშინ მე განმარტება გავაკეთე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ვეცით პატივი და მხედველობაში მივიღეთ ზოგადი პოლიტიკური ფონი. გვინდოდა, რომ პოლარიზაცია დაგვესრულებინა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ეს ბლეფი და მორიგი გათამაშება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ზოგად სიტუაციას და გვინდოდა სიტუაციის დამშვიდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

„არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები. მაგალითად ევროპაში, პრეზიდენტ მაკრონის პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო 7-დან 9%-მდე, წარმოიდგინეთ რომელიმე ფრანგმა პოლიტიკოსმა რომ ეჭვქვეშ დააყენოს და მოითხოვოს მთავრობისა და მაკრონისა გადადგომა. ეს ხომ აბსურდია. ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ და ყველამ კარგად გავიგოთ, რომ ამ ქვეყანაში კანონსა და კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ. არჩევნებს პატივი უნდა ვცეთ. მილიონმა მოქალაქემ და მხარდამჭერმა მოგვცა მანდატი. კონსტიტუციის შესაბამისად, ეს მანდატი არის განსაზღვრული 4 წლით. ამის გარდა სხვა დათქმა არ არსებობს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება. 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობისა და განვითარების წლები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი