logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: გახარიამ კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს
- +

29 სექტემბერი. 2021. 00:15

 

 

„გიორგი გახარიამ კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს. პარტიის დამფუძნებელმა მის ამ ქმედებას უწოდა ღალატი. ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი?“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების 2-3% წაიღო, მეტი არა. ამაზე მიუთითებს ბოლო კვლევები. დავანებოთ თავი რეიტინგებს, არჩევნებს - კაცი იყო არავინ, მოიყვანეს ხუხაშვილის რეკომენდაციით, ნაბრძოლ და გამარჯვებულ გუნდში, დაასაქმეს, ხელი შეუწყეს, დააწინაურეს, გაზარდეს, კაცად აქციეს. დაუმსახურებლად მისცეს ყველაზე მაღალი თანამდებობები, აჩუქეს უბრალოდ. გუნდს ასე უნდოდა, ლიდერების გაზრდა ერთ-ერთი ჩვენი ამოცანაა. ის ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ლიდერად, რაშიც უზარმაზარი ფასი გადაიხადა პარტიამ მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს. ბოლოს როგორ დაასრულა, კი ნახეთ - კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს. პარტიის დამფუძნებელმა მის ამ ქმედებას უწოდა ღალატი. ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი? გიორგი გახარიამ ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა - ასეთი ღალატის შემდეგ როგორ უნდა ენდოს ვინმე მას? ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს მას სააკაშვილი. როგორ შეიძლება კაცი იყოს პრემიერ-მინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი? ამაზე სჯობს, თავად გახარიას ჰკითხოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი