logo_geo
მიხეილ ცაგარელი: კოსმიურმა ქაოსმა, შესაძლოა, დაძაბოს სიტუაცია დედამიწაზე
- +

29 სექტემბერი. 2021. 12:56

 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ოქტომბრის თვის კოსმიურ ქაოსზე საუბრობს.

 

„ოქტომბრის პირველი დღეები, განსაკუთრებით კი 4 რიცხვამდე პერიოდი, ძალზედ სასიკეთოა მნიშვნელოვანი საქმეებისა და ურთიერთობებისთვის, რადგან 5-იდან 11 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში დედამიწა ნაკლებად სასიკეთო კოსმიური ზეგავლენის ზონაში აღმოჩნდება. ამან შეიძლება, გამოიწვიოს საქმიანი და შემოქმედებითი აქტიურობის დაქვეითება, რაც, თავის მხრივ, შეასუსტებს ქმედითუნარიანობას, არასასიკეთოდ აისახება ბიზნესსა და კარიერაზე, შეიძლება, პრობლემები შექმნას პირად და საქმიან ურთიერთობებში, დაამუხრუჭოს პროცესები და შეაჩეროს განვითარების ტემპი არაერთ სფეროში. გარდა ამისა, კოსმიურმა ქაოსმა შესაძლოა, დაძაბოს სიტუაცია დედამიწაზე, ზოგიერთ ქვეყანაში კი წარმოქმნას ან გაამწვავოს კონფლიქტები“, -ამბობს ცაგარელი.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი