logo_geo
კახა კალაძე: ერთს გპირდებით თბილისელებო: მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ჩემს გუნდთან ერთად ვიშრომო
- +

30 სექტემბერი. 2021. 00:43

 

„მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. მე ახალგაზრდა კაცი ვარ და შრომისმოყვარეობას ჩემი წარმატების ფორმულაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შესაბამისად, არასდროს ყოფილა, რომ კახა კალაძეს შრომა და მუშაობა ეთაკილებოდეს და ახლაც ასე ვარ: ყოველთვის მინდა მეტი და მეტი კარგი პროექტი განვახორციელო. ამით ხომ ადამიანები იღებენ სიამოვნებას?“ , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

 

„ერთს გპირდებით თბილისელებო: მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ჩემს გუნდთან ერთად ვიშრომოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. იყოს უფრო მეტი მეტი რეკრეაციული და მწვანე სივრცეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე იყოს მოსწესრიგებული ინფრასტრუქტურა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განახლებული შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საბავშვო ბაღები - ყველა მიმართულებით მზად ვართ, რომ კარგი საქმეები და მასშტაბური პროექტები ვაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

right_banner big_banner
არქივი