logo_geo
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თბილისელების დახმარებით, აუცილებლად გავიმარჯვებ პირველივე ტურში
- +

30 სექტემბერი. 2021. 03:01

 

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი თბილისელების დახმარებით, აუცილებლად გავიმარჯვებ პირველივე ტურში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„ჩვენი კამპანია აწყობილია მხოლოდ პოზიტიურ დღის წესრიგზე. ვსაუბრობთ მხოლოდ ქალაქთან დაკავშირებით, მხოლოდ მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე, მხოლოდ პოზიტივი, მხოლოდ მშენებლობა, მხოლოდ განვითარება და აღმშენებლობა. ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანია სხვებისგან განსხვავებით. სხვებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. სამარცხვინოა ის კონკრეტული ტელევიზიები. ჯერ რა კლიპებს უშვებენ, როგორი შეურაცხყოფაა, როგორი გადაცემებია, ცილისწამება ჩემზე, ოჯახის წევრებზე. თუკი რამე სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო, ყველაფერს კადრულობენ, ყველა ზღვარს გადავიდნენ, არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს. მე მაქვს ჩემი გზა, ჩემი სტრატეგია, ამ საარჩევნო კამპანიას არ გადავუხვევ და როგორც დავიწყე პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ასევე დავამთავრებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი