logo_geo
ქეთი წიკლაური: არავინ დაინტერესდა, რით ვარსებობდით…
- +

30 სექტემბერი. 2021. 15:48

 

 

როგორ ცხოვრობს ოჯახი მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შემდეგ ამის შესახებ მისი ქალიშვილი ქეთი წიკლაური „სარკესთან“ საუბრობს.

 

„წელს, ზაფხულში კოჯორში ვიყავით, სუფთა ჰაერმა, ადამიანების თანაგრძნობამ დადებითად იმოქმედა დედაჩემის ჯანმრთელობაზე და ახლა შედარებით უკეთაა.

 

როგორც ყველას ქვეყანაში, ჩვენს ოჯახსაც აქვს ფინანსური პრობლემები, რომლებიც პანდემიამ უფრო გაამძაფრა. როცა მინისტრთან შეხვედრაზე ვიყავი, ჩემი მოკრძალებული ხასიათის გამო ვერ გავბედე და ვერ ვკითხე, რას გვიპირებენ მომღერლებს, მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, მათ, ვინც ბიუჯეტის ხელფასებით არ ვიკვებებით. ერთჯერადი პროექტების ფულით ხომ ვერ ვიცხოვრებთ? თუ კულტურის მუშაკებს არ ექნებათ მინიმალური საარსებო საშუალება, როგორ შექმნან ღირებული ნაწარმოებები?

 

კულტურას ადამიანები ქმნიან, ამ ადამიანებზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს… სანამ მამა ცოცხალი იყო, არავინ დაინტერესდა, რით ვარსებობდით, არც პანდემიამდე გვქონდა სანატრელი ცხოვრება“, – ამბობს ქეთი წიკლაური ჟურნალ „სარკესთან“.

 

 

 

big_banner
არქივი