„ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში. მეც მწყენია რაღაცები, ვიღაცებისთვის მეც მიწყენინებია, მაგრამ ქალები ყოველთვის ბოლომდე ღირსეულად არიან“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თქვენ გინახავთ „ქართული ოცნებიდან გადამხტარი“ ქალი? ქალებს პოლიტიკაში წყენის გადალახვის უფრო დიდი რესურსი აქვთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.