logo_geo
ლალი მოროშკინა: საქართველოში ის გმირი ვერასდროს იქნება!
- +

4 ოქტომბერი. 2021. 18:14

 

 

ძალიან სწრაფად მოჰყვა სააკაშვილის დაკავებას უკრაინული რეაქცია. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს უკრაინული მხარის  იმედი აქვს, - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, პოლიტოლოგმა, კონფლიქტების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლალი მოროშკინამ განაცხადა.

 

აქ მარტივად დგას საქმე, ვხედავთ, რომ ზელენსკის კაბინეტი ძალიან აქტიურობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზელენსკის ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ღარიბაშვილთან და ზოგადად საქართველოს მთავრობასთან, შესაძლოა გაფორმდეს სააკაშვილის გადაცემის ხელშეკრულება, მაგრამ ამ შემთხევაში სააკაშვილი ხელს აწერს იმას, რომ ის არაა საქართველოს მოქალაქე და ამაზე სპეკულაცია მთავრდება. არავის სჭირდება სააკაშვილი საქართველოს ციხეში. მაგრამ საქართველოს ციხიდან, უკრაინის ციხეში გაშვებული, ეს, რა თქმა უნდა, „ოცნებისგამარჯვებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტური ყიჟინა აქვთნაცებს“, რეალურად ესაა სრული კრახი. სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში, მიშა ბოლოს იტყვის, რომ უკრაინა გვერდზე დამიდგა, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და იქ ჩავა, როგორც უკრაინელი გმირი. საქართველოს აწყობს ეს ვარიანტი, რომ ამ ქვეყანას დაანებოს თავი. საქართველოში ის გმირი ვერასდროს იქნება“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი