logo_geo
რუსუდან შარაძემ: ახლა იწყება მძიმე და რთული ეტაპი, რომ დაუმტკიცდეს ყველა დანაშაული!
- +

4 ოქტომბერი. 2021. 18:48

 

 

 

ახლა იწყება მძიმე და რთული ეტაპი, რომ დაუმტკიცდეს ყველა დანაშაული, - ამის შესახებ 2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, გაზეთ „ქართულ აზრთან“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

ძალიან გახარებული ვარ. არსებობს უამრავი მოსაზრება, სხვადასხვა სცენარი იწერება, ამბობენ კიდეც, რომ შეიძლება შეიწყალონ და რამენაირად შეიძლება გამოვიდეს.  სააკაშვილს ორადორი გზა აქვს ციხის ვადაზე ადრე დატოვების, რადგან, მოგეხსენებათ, გასაჩივრებას არ ექვემდებარება ეს განაჩენები. ერთი, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს და მეორე, რომ მოაწყოს რევოლუცია. პრეზიდენტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ არ შეიწყალებს და მისი გადაწყვეტილება არის მტკიცე, რევოლუციას კი სააკაშვილი ვერასდროს მოახდენს. ახლა იწყება მძიმე და რთული ეტაპი, რომ დაუმტკიცდეს ყველა დანაშაული. მივულოცავ იმ დაზარალებულებს, ოჯახებს, ვინც სამართალი იპოვა, მაგრამ ესაა ზღვაში წვეთი. სააკაშვილი ყოველდღე სჩადიოდა დანაშაულს. მისი სახელით სჩადიოდნენ დანაშაულს, მეგის ქარდავები და .. როგორ შეიძლება არ მიხაროდეს, რომ მამაჩემის მკვლელები, შემკვეთი და ორგანიზატორი არიან ციხეში საქართველოში“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი