logo_geo
ნინო თიბილაშვილი: ოლიმპიადაზე გასვლის შიში შეყვარებულმა დამაძლევინა
- +

6 ოქტომბერი. 2021. 12:16

 

 

პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის შეყვარებულზე და ოლიმპიადაზე გასვლის შიშებზე საუბრობს.

 

„ახლა შეყვარებული ვარ, ჩემს გვერდით არის ეს ადამიანი, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ არ არის აუცილებელი, რომ ავჩქარდეთ.

 

პარალიმპიადაზე როდესაც მივდიოდი, ძალიან მეშინოდა. ცუდი ფიქრები მქონდა, რომ ყველას იმედებს გავუცრუებდი. ამ დროს ჩემი შეყვარებული ძალიან მიჭერდა მხარს და ყოველთვის საჭირო სიტყვებს არჩევდა, რაც ძალიან დიდ ძალას მაძლევდა. ასე რომ, მას მიუძღვის დიდი წვლილი ჩემს გამარჯვებაში. ერთგულება, მხარდაჭერა და კიდევ ბევრი რამაა სიყვარულის შემადგენელი, მაგრამ მთავარია, უსიტყვოდ ესმოდეს შენი და რომ გამოგხედავს, იცოდე, რას ფიქრობს, ასევე ისიც ხვდებოდეს“, - ამბობს პარამოფარიკავე.

 

 

big_banner
არქივი