logo_geo
მარკუს მეტრეველი: რაც უნდა დიდი პრობლემა მქონდეს, ჩემი ყოველი დილა ღიმილით იწყება
- +

6 ოქტომბერი. 2021. 15:24

 

 

მომღერალი მარკუს მეტრეველი მთელი ზაფხული საქართველოს სხვადასხვა კურორტიდან დებდა ფოტოებს. მარკუსს მოგზაურობა ძალიან უყვარს და არც ექსტრიმია მისთვის უცხო. მთელი ცხოვრება ახსოვს ერთი შემთხვევა, როცა მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა და გარკვეული დრო რეანიმაციაში გაატარა. ამ ავარიამ მასში ბევრი რამ შეცვალა.

 

„რაც უნდა დიდი პრობლემა მქონდეს, ჩემი ყოველი დილა ღიმილით იწყება და მადლობას ვეუბნები უფალს, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქა. სხვისთვის შეიძლება ცხოვრება აუტანელია, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია. ძალიან მორწმუნე ვარ. რამხელა ბედნიერებაა, რომ უფალი ამის საშუალებას მაძლევს, თუნდაც თქვენ დაგელაპარაკოთ, ჩემ გარშემო ყველაფერი დავინახო. იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, მეორედ დაბადებული კი არა, მგონი, ასმეორედ დაბადებული ვარ. სიცოცხლე სიყვარულს, ტკივილს, სიხარულს, ბედნიერებას გვაძლევს და ის უნდა დავაფასოთ“, - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი