logo_geo
რუსუდან შარაძე: მიხარია! არამზადა სააკაშვილმა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე!
- +

6 ოქტომბერი. 2021. 16:03

 

 

 

„სააკაშვილი დაჭერილია და პასუხისგებაში ისეთ საქმეებზეა მიცემული, რომ უკრაინის პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს. ყველაფერს აქვს დასასრული და ეს სიგიჟეც უნდა დამთავრებულიყო“, - ამის შესახებ 2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„მიხარია! არამზადა სააკაშვილმა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, გურამ შარაძის მკვლელობაზე და მერე უნდა კენჭი იყაროს და უნდა სარი! კიდევ თუ ვინმე აირჩევს, ალალი იყოს! მაგრამ ეს არასდროს მოხდება. ახლა მთავარია არავინ გაბედოს მისი ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებაზე ფიქრიც კი! თუმცა, ლოგიკურად, არც ეს მოხდება, რადგან პირველი, ვისაც ეს მგელი შეჭამს, „ოცნება“ იქნება. იმედი მაქვს, იზრუნებენ საკუთარ თავზე. ესაა ჩემი პირველი განწყობა ამ გახურებულ თავზე“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი