logo_geo
გოგი ენუქიძე: მხოლოდ უსინდისო, უტიფარ, თავხედ ადამიანს თუ შეუძლია იმის თქმა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

 

„კარგა ხანია აღარ მიკვირს მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები „ნაციონალებისგან“. მხოლოდ უსინდისო, უტიფარ, თავხედ ადამიანს თუ შეუძლია იმის თქმა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს“, - ასე შეაფასა სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადება.

 

„ამ სიტყვების ავტორ ალბათ ამნეზია აქვს და არ ახსოვს სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც მთელი სახელმწიფო აპარატი და მათ სორის პრეზიდენტი, აქტიურად იყვნენ ჩართული სანდრო გირგვლიანის საქმის გაყალბებაში. რაც შეეხება პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებებს, რაზეც ეს ბატონი აპელირებს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ შეწყალება რაღაცის სანაცვლოდ დანაშაულია. სანდრო გირგვლიანის მკვლელობაშ მონაწილე ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ მათ უშუალოდ პრეზიდენტისგან მიიღეს დაპირება, რომ უმალვე იქნებოდნენ შეწყალებულნი დაიყოლიეს არ გაემხილათ დამკვეთები და ჩამჯდარიყვნენ ციხეში. სანაცვლოდ თითოეულმა 100 ათასი მიიღო“, - განაცხადა ენუქიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი