logo_geo
დავით ზალკალიანი: საქართველომ უკვე შეიძინა რეგიონული მოთამაშის საკმაოდ ძლიერი ფუნქცია
- +

8 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

„საქართველომ უკვე შეიძინა რეგიონული მოთამაშის საკმაოდ ძლიერი ფუნქცია“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

„მე დიპლომატიური საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ეს მუდმივად იყო ჩვენი ამბიცია, რომ საქართველოს გარკვეული წვლილი შეეტანა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა.

 

დღეს, ამ 30 წლის განმავლობაში პირველად, საქართველო უკვე თავის მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას ასრულებს. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის უშუალო ინიციატივით და მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან აქტიური კომუნიკაციით, საქართველოს მთავრობამ მოახერხა, პირველ რიგში, განეხორციელებინა პირველი ნაბიჯები და ის პირველი ნაბიჯები, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის კუთხით გადაიდგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხდა. ეს იყო მისი მედიაციის შედეგი.

 

ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი. ამაზე აუცილებლად დასაშენებელია შემდგომი ნაბიჯები და ჩვენ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ, არა მხოლოდ მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაში, არამედ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებისგანაც ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი