logo_geo
ნათია ნალიყაშვილი: ცეკვა არის ემოცია, რომელსაც სიტყვების გარეშე გადმოსცემ სცენიდან
- +

11 ოქტომბერი. 2021. 18:56

 

 

„ცეკვა არის ემოცია, რომელსაც სიტყვების გარეშე გადმოსცემ სცენიდან. შეიძლება ერთი გამოსვლით უდიდესი სიამოვნება მიანიჭო მაყურებელსაც და საკუთარ თავსაც“,- ამის შესახებ მოცეკვავე, ნათია ნალიყაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ცეკვა არის ემოცია, რომელსაც სიტყვების გარეშე გადმოსცემ სცენიდან. შეიძლება ერთი გამოსვლით უდიდესი სიამოვნება მიანიჭო მაყურებელსაც და საკუთარ თავსაც. ჩვენ გვქონია გასტროლები, რომლებიც დღემდე დაუვიწყარია. პანდემიის გამო იძულებულები გავხდით, დაგვეტოვებინა ქვეყანა და ჩვენი ანსამბლი „ლაშარი“, რომელიც წლების წინ შევქმენით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ცოლ-ქმარი. ლაშას მამის მოსწავლე გახლდით, შემდეგ თბილისში, სერგო ზაქარიაძის სა ხელობის კოლეჯის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი დავამთავრე და პარალელურად მუშაობა დავიწყე ცეკვის მასწავლებლად იმავე ანსამბლში, რომელშიც დავდიოდი, ანუ – „იმედში“. მერე ლაშაც გავიცანი. ის წლების განმავლობაში სამაჩაბლოში ცხოვრობდა.“- ამბობს მოცეკვავე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი