logo_geo
კახა კალაძე: ძალიან ბევრი კეთილი საქმე გვაქვს გაკეთებული, დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული თანადგომითა და მხარდაჭერით გამოიხატება
- +

12 ოქტომბერი. 2021. 21:50

 

“როდესაც ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის უფლებასა და საშუალებას. დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

 

„თბილისელებს მინდა გამარჯვებები ვუსურვო. ზოგადად, ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა. არაერთხელ გამიკეთებია განცხადებები და მხოლოდ განცხადებებით არ შემოვიფარგლები. ეს ჩანს ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ხედვებით - თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რა შევძელით ამ 4 წლის განმავლობაში. არ ვტრაბახობ, მართლაც გულწრფელად ვამბობ! ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, მწვანე სივრცეები, ახალი ავტობუსები, ეს არის უამრავ ადამიანზე ხელშეწყობა, დახმარება, თანადგომა. ძალიან ბევრი კეთილი საქმე გვაქვს გაკეთებული. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ის სიკეთეები, რაც გაკეთებული გვაქვს, კონკრეტული თანადგომითა და მხარდაჭერით გამოიხატება. როდესაც ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის უფლებასა და საშუალებას. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა. იცოდეთ, რომ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მხრიდან მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რათა ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული, გამწვანებული, კომფორტული, რათა კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქალაქში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი