logo_geo
ადვოკატი ლალი აფციაური: სააკაშვილი პოლიტპატიმარი ვერასდროს იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის რეზიდენტია
- +

13 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

“სააკაშვილი პოლიტპატიმარი ვერასდროს იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის რეზიდენტია. სხვა შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირი ვერ გახდებოდა”, - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.

 

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის და მოიხდის იმ დანაშაულების გამო, რაც მან მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა.

 

„ცოტა სხვა კუთხით ვუყურებ მე ამ ყველაფერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩემს ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით ვერ იქნება დაკავებული, თუ ის უცხო ქვეყნის ძებნილი არ არის. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ქვეყნის პრეზიდენტმა უარი თქვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე, წავიდა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

 

მოქალაქეობის მიღება ასე მარტივი არ არის. იქ არის სპეცსამსახურები, უამრავი პროცედურაა გასავლელი - სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი ჩემს ქვეყანაში. იხდის და მოიხდის სასჯელს იმ დანაშაულებზე, რაც მან ჩემს ქვეყანაში, მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა. ვერასდროს იქნება პოლიტპატიმარი, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის რეზიდენტია. სხვა შემთხვევაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, მაღალი თანამდებობის პირი ვერ გახდებოდა“, - განაცხადა აფციაურმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი