logo_geo
ნინი ბადურაშვილი: ნუკისთვის ნამდვილად არ მიმიბაძავს
- +

15 ოქტომბერი. 2021. 20:14

 

 

მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა ესთეტიკის სფეროში შეაბიჯა და ტუჩსაცხების გამოშვება დაიწყო. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მომღერალი ნუკი კოშკელიშვილს ბაძავს, მაგრამ თავად ნინიმ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ეს ასე არ არის და მას არავისთვის მიუბაძავს.

 

 

„ნუკის თავისი გზა აქვს, მას პატივს ვცემ, ძალიან კარგი გოგოა და მიხარია მისი წარმატება, მაგრამ ის, რომ ერთი ადამიანი რაღაცას აკეთებს, არ ნიშნავს, რომ მეორემ იგივე ვეღარ უნდა გააკეთოს. მე მაქვს მისი ტუჩსაცხი და ძალიან მომწონს, შედარება შეიძლება, იყოს- ეს ბუნებრივია, მაგრამ მიმბაძველობას რაც შეეხება, ნუკისთვის ნამდვილად არ მიმიბაძავს. ძალიან დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა. ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება, ის საქმე აკეთოს, რისი გაკეთებაც უნდა.“ - ამბობს მომღერალი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი