logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: აღარ ეკადრება საქართველოს, სააკაშვილის დონის მდაბიო ადამიანზე საუბარი!
- +

19 ოქტომბერი. 2021. 11:45

 

ქვეყნის ბედი 50 ლარზე უნდა გადიოდეს? ეს არის შემზარავი, თორემ „სააკაშვილისტობა“ ხომ უკვე ძალიან ცუდკაცობაა!- ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

აღარ ეკადრება საქართველოს, სააკაშვილის დონის მდაბიო ადამიანზე საუბარი! მოხდა ერთხელ მზის დაბნელება ჩვენს სამშობლოში, როცა ეს პერსონა გახდა ლეგენდარული ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი და ეს არის თანამედროვე ქართული ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი. ეს კაცი არის უპატრონო და უსამშობლოო, რომელსაც მოაბეს ფეხზე ბომბი და უთხრეს, - წადი, ააფეთქე საქართველო! ეს არის პირწმინდად სისხლგაწყალებული „ნაიომნიკი“, რომლისთვისაც სულ ერთია რას გააკეთებინებენ, თავიანთი ინტერესების გამო! ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, „ღვინოში ჩაგიფსი“,თქვენი ეკლესია და რწმენა ფეხებზე მკიდია“, „ლაშა ტალახაძე ვინ ჯანდაბაა“, „სახლში მოგაკითხავთ, კოჭებს დაგიხვრეტთ“, „რა დროს ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების გლოვაა“... - ესაა „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის სავიზიტო ბარათი! როგორ შეიძლება ამ ხალხმა ილაპარაკოს მაღალ მატერიებზე?! ამათ უნდათ, რომ ისტორიის ახალი ფურცლის მოთავეებად იქცნენ?! მე უფრო სხვა რამემ შემზარა, - 20 და 50 ლარზე გაყიდულმა ადამიანებმა, რომლებმაც ლაპარაკიც არ იციან, საერთოდ ვერ ერკვევიან ვითარებაში და ვერ ხვდებიან, ვინ რატომ, რისთვის დაუძახა და ჩამოიყვანა! ეს ადამიანები ჩემი თანამემემულეები არიან, მაგრამ მგონია, რომ ზოგი გამოქვაბულში ცხოვრობს. ქვეყნის ბედი 50 ლარზე უნდა გადიოდეს? ეს არის შემზარავი, თორემ „სააკაშვილისტობა“ ხომ უკვე ძალიან ცუდკაცობაა! „მიშისტი“ რომ ხარ, ძალიან ცუდი კაცი ხარ! მისი და მისი რეჟიმის მიერ დახოცილი ახალგაზრდები როგორ უნდა ამოგივიდეს თვალებიდან, მღვდელი ხარ თუ ვინცა ხარ! მომღერალი ხარ თუ მშენებელი! თქვენ, ვინც ხელს აწერთ პეტიციას სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამით ამბობთ, რომ დიახაც, სწორია, რომ ამდენი ახალგაზრდა შეიწირეს, სწორია ის ამბები, რაც ციხეებში დაატრიალეს, სწორია, რაც იმ წლების განმავლობაში ქვეყანას დაუშავეს! ამ ყველაფერზე რომ აწერ ხელს, ამის გამო ხარ ცუდი კაცი! - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი