logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული - ესაა სააკაშვილი!
- +

19 ოქტომბერი. 2021. 12:40

 

სააკაშვილი მსოფლიო ისტორიაში ჩაეწერება, როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც უარი თქვა იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო და გახდა საკუთარი ნებით სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს დაენიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე”, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრს“ განუცხადა.

 

სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მწვანილის ტრაილერით. აქედან იმ მანქანამ წაიღო ოხრახუში და იქიდან ჩამოიტანა ქინძი. სააკაშვილის ჩამოსვლა ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციის ახალი კერების გაჩენას, უკვე რამდენიმე წელი „ნაციონალური მოძრაობის“ სექტის მიერ აგორებული დესტაბილიზაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას.

 

სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტები და ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეგრძნება არ აქვთ, ზუსტად ამგვარად მოქმედებენ. სააკაშვილი მსოფლიო ისტორიაში ჩაეწერება, როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც უარი თქვა იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო და გახდა საკუთარი ნებით სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს დაენიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. სააკაშვილი არჩეული გუბერნატორიც არ ყოფილა, იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, საოლქო ადმინისტრაციის უფროსი. სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეროვნულმა სასამართლომ მიუსაჯა კონკრეტული ვადით თავისუფლების აღკვეთა და იხდის საპატიმრო სასჯელს. აქამდე ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა. ესაა პირველი შემთხევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის. ამიტომ ის არის პირველი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ასეთი სასტიკი დანაშაულები აქვს ჩადენილი, უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული. ესაა სააკაშვილი, რომლის წარმოჩენასაც განსაკუთრებულ ფიგურად ცდილობენ მისი მომხრეები. რაც შეეხება იმას, რომ მას კონკრეტულად პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არაა 6 პიჯაკის და 1 ქიშმირის პალტოს საქმე. სინამდვილეში ესაა სახელმწიფოს და სპეციალური სამსახურის გავლით, 9 მილიონი ლარის განკარგვა სხვადასხვა ადამიანებისთვის ძვირფა გამოცემაში. ერთ კონკრეტულ საქმეზე რამდენიმე ადამიანისთვის - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას”, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი