logo_geo
ნელი აგირბა: ადამიანები ძალით ვირთულებთ ცხოვრებას
- +

19 ოქტომბერი. 2021. 16:37

 

 

ტელეწამყვანი ნელი აგირბა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის კომპლექსებზე და მათი გადალახვის თავისეულ გზაზე საუბრობს:

 

 

„ადრე გადაცემა მქონდა, რომელშიც ადამიანებს საკმაოდ პირადულ კითხვებს ვუსვამდი პიროვნული განვითარების შესახებ და მიკვირდა, როგორ მპასუხობდნენ. იმიტომ, რომ მე თვითონ ძალიან მიჭირდა ინტერვიუების მიცემა, ჩემთვის ეს სტრიპტიზი იყო. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე, მისი აღარ მეშინია და აღარც იმის მეშინია, ვინ როგორ მიმიღებს. მთავარია, მე მივიღე საკუთარი თავი. რთულია, განსაკუთრებით პირველი-ორი გადაცემა გამიჭირდა მაყურებლისთვის საკუთარი გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ დავინახე, რომ არ დანგრეულა სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვთქვი ის, რაზეც ხმამაღლა საუბარი, იყო დრო, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და მივხვდი, რომ ადამიანები ძალით ვირთულებთ ცხოვრებას“, - ამბობს აგირბა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი