logo_geo
თამუნა მუსერიძე: მივხვდით, რომ მეტი მასშტაბები იყო საჭირო...
- +

19 ოქტომბერი. 2021. 17:21

 

 

მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნაშვილებია, თამუნა მუსერიძის ცხოვრება ძალიან შეიცვალა. თუმცა, არა მხოლოდ მისი, უამრავი მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანის, რადგან წლების წინ თამუნამ ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსა, შემდეგ ჯგუფი და ახლა უკვე გადაცემა აქვს.

 

„ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდით. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ საქართველოში ათასობით ათასი ადამიანი ეძებდა ოჯახის წევრებს. როცა ჩვენი „ვეძებ“ ჯგუფის ადმიანები მივხვდით, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებდით უამრავი ადამიანისთვის პასუხის გაცემას, სხვებიც დავიმატეთ და დღეს უკვე 13 ვართ. თუმცა, ამ გადაცემის შემდეგ მეორე ტალღა წამოვიდა და ახლა ცამეტიც ვეღარ ვახერხებთ გამკლავებას.

მე, კახა შარტავამ და თათული ედიშერაშვილმა გავაკეთეთ ინტერნეტ-გადაცემა, სადაც მსგავს თემებს ვაშუქებდით ცოტა სხვა კუთხით და ამ პროცესში მივხვდით, რომ მეტი მასშტაბი იყო საჭირო. სწორედ მაშინ დავიწყეთ ტელევიზიებისგან შემოთავაზებების მიღება და საბოლოოდ „ფორმულასთან“ შევთანხმდით, რადგან მას ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი