logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: სააკაშვილი პოლიტპატიმარი არაა!
- +

20 ოქტომბერი. 2021. 15:12

 

„სააკაშვილი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის, კონკრეტული დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემისთვის. ეს ეხება კონკრეტულად ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს და ეს ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრს“ განუცხადა.

 

„სააკაშვილი პოლიტპატიმარი არაა! სააკაშვილი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის, კონკრეტული დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემისთვის. ეს ეხება კონკრეტულად ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს და ეს ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, აბსოლუტური უფლება ჰქონდა, ვინც უნდოდა, ის შეეწყალებინა, მან 35 ათასზე მეტი ადამიანი შეიწყალა მისი პრეზიდენტობის დროს, არცერთზე არ ედავება სასამართლო. სააკაშვილს ედავებიან თანამზრახველობაში, რომელიც გამოიხატება პრეზიდენტის მონაწილეობაში და შეწყალების აქტის გამოცემაში. ერთ კონკრეტულ საქმეზე  რამდენიმე ადამიანისთვის  გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას“, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი