logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: შესულიყო თავის დროინდელ ციხეში! მისი ხროვა დღეს ამდენს რომ ბედავს!
- +

20 ოქტომბერი. 2021. 15:23

 

მისი ხროვა, დღეს ამდენს რომ ბედავს, თავიანთ შექმნილ ციხეში გაბედავდა შესვლას? ჩვენი მოტანილი დემოკრატიით ისარგებლეს, ჩვენი მოტანილი მშვიდობით სარგებლობენ და კიდევ ამდენს ბედავენ! ასე რომ, ეს თემები აღელვებდეს მიშას სექტანტებს და მის ოჯახის წევრებს. მე ეს არ მაღელვებს“, - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ადამიანი იშიმშილებს თუ არა, მისი არჩევანია. ციხეს ჰყავს თავისი ექიმები და მიხედავენ მასაც ისე, როგორც ყველა სხვა პატიმარს. არაფერი განსაკუთრებული მიშას არ უნდა ჰქონდეს. პატიმარი სააკაშვილი უამრავ დანაშაულში მხილებული ჩვეულებრივი კრიმინალია! ის მესამე პრეზიდენტია თუ 37-, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, - ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელმაც უნდა ისარგებლოს იგივე უფლებებით, რა უფლებითაც სარგებლობს სხვა პატიმარი. როგორც ყველა პატიმარს, მასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. ხოლო რასაც თავს მოსწევს, მისი გადასაწყვეტია. შესულიყო თავის დროინდელ ციხეში! მისი ხროვა, დღეს ამდენს რომ ბედავს, თავიანთ შექმნილ ციხეში გაბედავდა შესვლას? ჩვენი მოტანილი დემოკრატიით ისარგებლეს, ჩვენი მოტანილი მშვიდობით სარგებლობენ და კიდევ ამდენს ბედავენ! ასე რომ, ეს თემები აღელვებდეს მიშას სექტანტებს და მის ოჯახის წევრებს. მე ეს არ მაღელვებს“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა,

 

 

big_banner
არქივი