logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: შიმშილობს თურმე სააკაშვილი, არა უშავს, ფორმაში ჩადგება!
- +

21 ოქტომბერი. 2021. 17:53

 

 

შიმშილობს თურმე სააკაშვილი, არა უშავს, ფორმაში ჩადგება. იქნებ კუჭმა მაინც მიახვედროს, რა ჩაიდინა მისმა ბოროტმა გონებამ”, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ვერანაირ მასშტაბურ აქციას ვერ მოაწყობენ! მათ მასშტაბურ აქციას იმდენი ხალხი დაუპირისპირდება, რომ მერე დაინახავენ საკუთარი ცოდვის მასშტაბს. ეს არაადამიანურობაა, რასაც ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში. სააკაშვილი შიმშილობსო, არ შიმშილობდნენ ვეტერანები მემორიალთან? ცემა-ტყეპით რომ გაყარეს და რა დღეში ჩააგდეს! რა მოთხოვნები ჰქონდათ? ითხოვდნენ მათი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას. 22 ლარს იღებდნენ ყოველთვიურად და სხვათაშორის დღესაც ასეა და ამ ხელისუფლების ტვირთიც არის ეს. შიმშილობს თურმე სააკაშვილი, არა უშავს, ფორმაში ჩადგება. იქნებ კუჭმა მაინც მიახვედროს, რა ჩაიდინა მისმა ბოროტმა გონებამ“, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი