logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ეს უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება
- +

22 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

„ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ყველა უნდა გამოვიდეს იმისთვის, რომ ეს იყოს დამაჯერებელი არჩევანი და როდესაც დამაჯერებელი იქნება ეს არჩევანი იქ უკვე ამ გადაწყვეტილებისთვის შეწინააღმდეგებაც კი რთული იქნება მათთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებმა ისე ჩაიარა, ფაქტობრივად, პროტესტიც ვერ გამოთქვეს. მისივე თქმით, ერთ-ორი ოქმი და ბიულეტენი აფრიალეს და ამით დასრულდა ყველაფერი.

 

„ჩვენ პრევენციულად ძალიან ბევრი ღონისძიება გავატარეთ იმ გაკვეთილიდან გამომდინარე, რომელიც წინა არჩევნებზე მივიღეთ. რამდენიმე ოქმის ტრიალით, სადაც დისბალანსი და ა.შ. იყო შექმნეს გარკვეული აღქმა, თითქოს, რაღაც გაყალბდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ საარჩევნო რეფორმის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც შემოვიღეთ, არის ავტომატური გადათვლები. 22 % უბნებისა გადაითვალეს და როდესაც ამდენ უბანს ხელახლა გადაითვლი, იქ უკვე რთულია თქვა, რომ სადღაც ვიღაცამ რაღაც გააყალბა. პარალელური დათვლა ჩვენ ჩავატარეთ და არ ვენდეთ მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“, რომელმაც შარშან ერთი თვე ტყუილი ინფორმაცით კვება საკუთარი საზოგადოება. მეორე ტურთან დაკავშირებითაც არ აქვთ არავითარი ბერკეტი. მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს. ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ყველა უნდა გამოვიდეს იმისთვის, რომ ეს არჩევანი იყოს დამაჯერებელი. როდესაც დამაჯერებელი იქნება ეს არჩევანი იქ უკვე ამ გადაწყვეტილებისთვის შეწინააღმდეგებაც კი მათთვის რთული იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი