logo_geo
ია დუდაშვილი: ყველაფერი იწვევდა კონფლიქტებს და ამას ისიც ემატებოდა, რომ ვიღაცები ერეოდნენ ჩვენს ურთიერთობაში
- +

23 ოქტომბერი. 2021. 20:48

 

 

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ფსიქოლოგი ია დუდაშვლი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის ოჯახზე საუბრობს.

 

 

„ერთად და რატომღაც ორივეს შეგვექმნა ილუზია, რომ ძალიან დიდხანს და კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ერთ წელში დავქორწინდით და შემდეგ დაიწყო სირთულეები და სერიოზული კრიზისი, აღმოჩნდა, რომ ან კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, ან ოჯახის შექმნა არ გვქონდა კარგად გააზრებული. სხვადასხვა ღირებულებები გაგვაჩნდა, გვქონდა სხვადასხვა ამბიციები, უფრო ეგოისტურად ვფიქრობდით.

ეს ყველაფერი იწვევდა კონფლიქტებს და ამას ისიც ემატებოდა, რომ ვიღაცები ერეოდნენ ჩვენს ურთიერთობაში. საბოლოო ჯამში, ორი წლის განმავლობაში ხან ერთად ვიყავით, ხან არ ვიყავით, ხან ვჩხუბობდით, ხან ვრიგდებოდით.

ნამდვილად გვქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემს გზაზე უნდა წავსულიყავი. ვგრძნობდი, ირაკლი არ მიშვებდა და არ მაძლევდა საშუალებას, ჩვენს მომავალზე ხელი ჩამექნია და სწორედ ეს აღმოჩნდა ის მთავარი, რის გამოც ვიბრძოლეთ ბოლომდე.

დღეს ძალიან მშვიდი და კარგი ოჯახი გვაქვს, რეალურად ორივემ გადავაფასეთ ბევრი რამ ჩვენს თავში, ორივე მივხვდით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახი, შვილები. დღეს ჩვენი ფიქრები დაკავშირებულია ჩვენს ერთობლივ მომავალთან.“- ამბობს დუდაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი