logo_geo
გოგა ხაინდრავა: ბუნდესტაგში არჩევნები მოიგო პარტიამ, რომელმაც 29% აიღო, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47% და 64 რეგიონიდან 44-ში გაიმარჯვა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 02:00

 

 

ჩვენი მთავარი საფრთხეები არის გარე საფრთხეები, შიგნით საფრთხე პრაქტიკულად არ გაქვს - ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სექტა ჰყავს, რომელიც არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

 

ბუნდესტაგში არჩევნები მოიგო პარტიამ, რომელმაც 29% აიღო, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47% და 64 რეგიონიდან 44-ში გაიმარჯვა. ეს არის დამანგრეველი გამარჯვება „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ოპონენტისთვის.

 

ქართულმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის რა ხდება, იცის ფასი „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მოტრიალე ვითომ ახალი პარტიების, რომლებიც რეალურად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. უბრალოდ ამ დრომდე შენიღბული და ზოგი შეუნიღბავი. ყველაფერი რიგზეა, ეს არჩევნები იქნება ზუსტად ისე მოგებული, როგორც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო ის არჩევნები“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

big_banner
არქივი