logo_geo
გოგა ხაინდრავა: ძალიან კარგი დროა, რომ კოჰაბიტაციაც დამთავრდეს
- +

24 ოქტომბერი. 2021. 02:44

 

 

კოჰაბიტაცია იყო მოგონილი, ფოტიგებისა და მისნაირების მიერ შემოგდებული თემა. ძალიან კარგი დროა, რომ კოჰაბიტაციაც დამთავრდეს და ჩვენი ქვეყანა წავიდეს საკუთარი გზით, არა იმ გზით, რომელზეც სხვები, მარჯვნიდან, მარცხნიდან, უკნიდან თუ წინიდან გვეუბნებიან, მიგვითითებენ“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 

მისი თქმით, ქვეყნის პრემიერი, კოჰაბიტაციის დასასრულებლად და ქვეყნის საკუთარ გზაზე დასაყენებლად, სწორ ნაბიჯებს დგამს.

 

მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სწორად დგამს პირველ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება. პირველ რიგში, ეს უნდა მოხდეს იმით, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, დასასჯელი უნდა დაისაჯოს და ის კორდებალეტი, რომელიც რუსთავის კოლონიაში ხდება, უნდა დასრულდეს. ის არ არის სასტუმრო, ისაა საპატიმრო და იქ სხვა პატიმრებიც სხედან. სააკაშვილმა კარგად ჭამოს თაფლი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი