logo_geo
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული
- +

24 ოქტომბერი. 2021. 20:41

 

„მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცდებით გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც როგორც ამ კონკრეტული პატიმრის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა.

 

„ბატონი გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, ჰქონდათ მის ადვოკატთან კომუნიკაცია გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი