logo_geo
პაატა იმნაძე: თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება
- +

25 ოქტომბერი. 2021. 02:29

 

 

„თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება“, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმ ცრუ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ვრცელდება.

 

„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დალევა არ შეიძლება ვაქცინის მერე, ვერ იმუშავებ ვაქცინის მერე. ერთი დღე თუ დაისვენებ ვაქცინის მერე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დამერწმუნებით, პირველი დოზის მერე მთელი დღე ვმუშაობდი, ცოტათი მოთენთილობის გრძნობა ნამდვილად მქონდა. მეორე დოზის შემდეგ საერთოდ არაფერი მქონია. ვიღაცას კი, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს რაღაც რეაქცია, სიცხეც ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი“, - განცხადა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი