logo_geo
ვიქტორ ყიფიანი: ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თვითმყოფადი, თვითკმარი და თავმოყვარე
- +

25 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

„ჩვენ სამი პრინციპი უნდა ვიქონიოთ თვითგანმსაზღვრელი: ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თვითმყოფადი, თვითკმარი და თავმოყვარე. ალბათ, ამ სამ სიტყვაში იქნება ჩადებული მისი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური მდგენელები“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკიდეგანო დაფასებითა და მოწიწებით ვართ, იმ ძალისხმევისა და თანადგომისთვის, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვიღებთ, თუმცა, ჩვენ ერთი რამ უნდა ვთქვათ: რჩევას - დიახ! მაგრამ ჩარევა - ვერა. აი, ეს არის პრინციპული და როდესაც ვსაუბრობთ ამ ინტერესთა თანხვედრაზე, ჩვენ ყველაფერთან ერთად ამ რისკებზე, საფრთხეებზე საერთო მსჯელობა და მათი დაძლევის გზების ძიება გვმართებს.

 

ქართულ პოლიტიკაზე ვიტყვი, რომ დავასრულოთ პრორუსულობა, დავასრულოთ პროდასავლურობა! მე ასე წარმომიდგენია, რომ ქართული სახელმწიფო 10-15 წლის შემდეგ რა ვითარებაშიც იქნება და ის მსოფლიო, რომლის კონტურებიც იკვეთება, არცერთ ერს დიდად კარგს არ უქადის, ყოველ შემთხვევაში, პესიმისტური პროგნოზია, ალბათ, ჩვენ სამი პრინციპი უნდა ვიქონიოთ თვითგანმსაზღვრელი: ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თვითმყოფადი, თვითკმარი და თავმოყვარე. ალბათ, ამ სამ სიტყვაში იქნება ჩადებული მისი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური მდგენელი“, - განაცხადა ყიფიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი