logo_geo
მანჩო გიორგობიანი: სააკაშვილი და მისი ბიძა „კაგებეს" გენერალი წლების განმავლობაში ზვიად გამსახურდიას სახელის გატეხვას ცდილობდნენ მთელ მსოფლიოში
- +

26 ოქტომბერი. 2021. 23:54

 

 

 

თქვენ გქონდათ გამოქვეყნებული წერილი პოლონური გაზეთიდან,  სადაც სააკაშვილი სტატიას ასე ასათაურებს ზვიად გამსახურდია კავკასიის ჰუსეინი“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი მანჩო გიორგობიანი გაზეთ „ქართულ აზრთან" აცხადებს.

 

სააკაშვილი და მისი ბიძა  კაგებეს"  გენერალი  წლების განმავლობაში ჭორების გავრცელების და ინტრიგების მთესავი  განყოფილების უფროსი (ამას არ ვხუმრობ, "პერესტროიკის" მერე გადაინაცვლა იარაღის თემაში) თემურ ალასანია და მათნაირად კაგებე“-ს თანამშრომლები თუ აგენტები, ზვიად გამსახურდიას სახელის გატეხვას ცდილობდნენ მთელ მსოფლიოში, უწერდნენ ტყუილებით სავსე სტატიებს, ეძახდნენ დიქტატორს, აბრალებდნენ ათას უბედურებას, სამოქალაქო დაპირისპირებას, ომების გაჩაღებას და არ გამოვრიცხავ, სწორედ ამის გამო  ევროპა აღგვიქვავდა არაევროპულ, ჩამორჩენილ ქვეყნად, მაშინ როდესაც ჩვენ ბალტიისპირეთზე ადრე გამოვეყავით სსრკ-ს  და მათთან ერთად შეიძლებოდა ნატო-ზეც გვეფიქრა...

 

არადა, უზარმაზარი მხარდაჭერა შეიძლებოდა გვქონოდა დასავლეთიდან... სწორედ მათ  შეუქმნეს დასავლეთისგან იზოლაცია ზვიად გამსახურდიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოფილი კაგებეშნიკები“ არ არსებობენ. ზვიადისტებს მინდა ვკითხო ზვიადის სიკვდილის დამკვეთებთან ერთად დგომა არ რცხვენიათ?!

 

თუნდაც სარიშვილი _ ქალი ჯერ თავისი ქმრის მკვლელობაში რურუას ადებდა ხელს და ამბობდა, დავინახე, რომ ეგ გვესროდაო, რამდენიმე წლის მერე კი მისი თავისუფლებისთვის იბრძოდა... სააკაშვილი, თემურ ალასანია, იგორ გიორგაძე წლებია დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და სისტემასთან, აქედან იყო ბენდუქიძეც, რომელიც რუსულ ტანკებს აკეთებდა (ვინ მიუშვებდა უბრალო მოკვდავს გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტთან?!). ფოტოებიც არსებობს, ვიდეოებიც _ ხაზარაძე, ბარამიძე გია, კუპონა გოცირიძე  როგორ გამოდიან და ლანძღავენ ზვიადს, მერაბ კოსტავას...

 

არსებობს კონგრესის ფოტოები, სადაც ზვიად გამსახურდიას გასაშავებლად ევროპაში იყვნენ წაბრძანებულები ეს ნაგვები. დღეს კი, ეს არაადამიანები ზვიადთან პარალელებს იბრალებენ, რა უფლებით? რა ნამუსით?! ზვიადი რომ მოკლა კაგებე“-მ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მერე იმავე ხალხმა ააფეთქა პარლამენტთან შევარდნაძეც და ასე იკაფავდნენ გზას საქართველოს ხელში ჩასაგდებად...

 

ივანოვმა არ დაგვისვა მიშა და მანვე წაიყვანა ასლან აბაშიძეც, ხომ?

 

და აბა, მარტივი ლოგიკით, სააკაშვილის გაპრეზიდენტების ფასი რა მოითხოვა რუსეთმა? რა პროვოკაცია გაითამაშეს და რა სანატრელი ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს? რომლებიც 90-იანებში ვერ მოგვიგო, მიუხედავად იერიშებისა...

 

ვერ წარმოვიდგენ,  იდეის და ზვიადის მიმდევარი ადამიანი იყოს თაყვანისმცემელი მისი პირადი მტრების, რომლებიც ხმამაღლაც კი ითხოვდნენ ზვიადის ლიკვიდირებას!

 

ვინ ვინ არის, თუ ამას ვერ ხვდები არგუმენტებით და ფაქტებით,  მაშინ, ან დებილი უნდა იყო, ან საკუთარი მერკანტილური მიზნები უნდა გამოძრავებდეს. ზვიადის მკვლელების გვერდით როგორ დგებიან,  ჩემთვის გაუგონარია!

 

მე, ადამიანს, რომელიც ზვიადის უამრავ შეცდომას ვხედავდი, აღვნიშნავდი და ზოგადად პიროვნებების გაფეტიშებას ვერ ვიტან, ზვიადი მეცოდება, მისი მკვლელების გვერდით დამდგარი ზვიადისტების" გამო, მე მრცხვენია მათ მაგივრად!

 

ერთი ვიცი ზუსტად  "არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების"…

 

ჰოდა, 30 წელი საკმარისი დროა იმის მისახვედრად, ვინ რა ჭაობისკენ  ექაჩებოდა და ექაჩება  ჩვენს სამშობლოს…

 

შუბლის ძარღვს (თუ ოდესმე ჰქონიათ ) ნუ გაიწყვიტავენ, თორემ ცხოვრება ბუმერანგია, სასტიკად იცის შემობრუნება..." - განაცხადა მანჩო გიორგობიანი.

 

ინტერივიუ სრულად შეგიძლიათ ნახოთ გაზეთ ქართული აზრის" მე-12 ნომერში

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი