logo_geo
კახა კალაძე დაუსრულებელ მშენებლობებზე: ვპირდები თბილისელებს, ყველას დაგეხმარებით, ვისაც ეს პრობლემა გაწუხებთ, ყველას გვერდში დაგიდგებით
- +

28 ოქტომბერი. 2021. 00:34

 

 

„სამწუხაროდ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა იყო ქალაქში, თუმცა ამ პრობლემის დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია. დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„10-15 წლის განმავლობაში ეს ადამიანები საცხოვრებელ ფართს და ვერ იგებდნენ, შეძლებდნენ თუ ვერა მათი ფართების დაბრუნებას. იყო მეორე ნაწილი „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისა, სადაც აშენებული იყო შენობა-ნაგებობები, თუმცა საცხოვრებლად იყო უმძიმესი პირობები. არ იყო გადახურვა, სადარბაზო, ლიფტი, გაუბედურებული იყო ეს ნაგებობები, საშინელება ხდებოდა. დავიწყეთ და გადავდგით ნაბიჯები, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ ამ ადამიანებისთვის. დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ პირობა მივეცი, რომ ჩვენ ვიქნებოდით ქალაქის ის მთავრობა, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამდით ამ მიმართულებით და ამ პრობლემას მოვაგვარებდით. არიან კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულები, „აქსისის“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“. სამწუხაროდ, ჯერ რჩება რამდენიმე პატარა კომპანია, ვისაც ანალოგიური პრობლემები აქვს. ვპირდები თბილისელებს, ყველას დაგეხმარებით, ვისაც ეს პრობლემა გაწუხებთ, ყველას გვერდში დაგიდგებით, თქვენთანაც მოვალთ თქვენც მოგიგვარებთ იმ პრობლემას, როგორც სხვა კომპანიების შემთხვევაში გავაკეთეთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი