logo_geo
„პოროშენკომ სააკაშვილს დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ ოპოზიციონერის როლი შესთავაზა“
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:42



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილთან და მის ოდესაში მოღვაწეობასთან დაკავშირებით საუბრობს. გოგავა ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოროშენკოს დავალებებს ასრულებს და სწორედ მისი მითითებით წავიდა პოლიტიკაში, რადგან პოროშენკოს სურს, ამით სხვა ჯგუფებს ხმები წაართვას.


 

„სააკაშვილი მთლიანად არის მიბმული პოროშენკოზე და მის მითითებებს ასრულებს, აპრილში მოაწყო ისტერიკა, პრემიერად დამნიშნეთო, პოროშენკოს სამდღიანი ულტიმატუმიც კი წაუყენა. თუმცა შანტაჟი არ გაუვიდა და ისე შეაშინეს, რომ ოდესა გაავერანა და, პირდაპირი მნიშვნელობით, ნანგრევები დატოვა. მოწინავე რეგიონი ერთ წელიწადში მაჩანჩალად აქცია. ოდესის ოლქის გაჩანაგებას უკრაინული სტრუქტურები დოკუმენტურად სწავლობენ და საკმაოდ შემაშფოთებელი სურათი იქმნება. ეს იმ შემთხვევისთვის კეთდება, თუ სააკაშვილი ზედმეტს მოინდომებს უკრაინის პოლიტიკაში. სააკაშვილის პოლიტიკაში გადასვლა არის პოროშენკოს დავალება, რათა სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს საპროტესტო ხმები წაართვას. გავიხსენოთ, ქართულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოროშენკო ოდესას ეწვია და სწორედ მაშინ შესთავაზა სააკაშვილს ოპოზიციონერის როლი, რა თქმა უნდა, დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ. აშკარაა, იმდენად დიდი გასამრჯელო შესთავაზეს, რომ მან განცხადებაც კი გააკეთა, რომ ქართული არჩევნების შედეგის მიუხედავად, არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რითაც გააღიზიანა საკუთარი პარტიის ლიდერები", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

big_banner
არქივი