logo_geo
დაჩი ცაგურია: იმიტომაც აქვს ქალბატონ გიულის გრძელი ენა, რომ თავადაც არ ზის ციხეში თავის შვილთან
- +

4 ნოემბერი. 2021. 19:23

 

 

„ამ არაკაცმა ჩემსავით იტანჯოს საპატიმროში, არ შეუშვან ექიმი, ამოუქოლონ ფანჯრები, წიხლებით და ბეისბოლის ბიტებით სცემონ ისე როგორც მე და ჩემს მეგობრებს გვცემდნენ, გალახონ მამამისიც და ბოლოს გიულისაც ურტყან ძირს დაგდებულს „დუბინკა“ ისე, როგორც დედაჩემს და მერე მელაპარაკეთ შერიგებაზე!“ - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეულ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„გამოსაძიებელია და ციხეშია ჩასასმელი ქალბატონი გიული სწორედ იმ ძარცვის გამო, რაც მან ჩაიდინა, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს, ერთ ლარად გადაიფორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯერ კორპუსი, შემდეგ კი 10 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. რა დამსახურებისთვის? გიულიმ რომ უნივერსიტეტი აიშენა და ფულს შოულობს, ეგ ვიცით, მაგრამ ქვეყანამ რა მიიღო, გიულის რომ უნივერსიტეტი და ბევრი ფული აქვს? იმიტომაც აქვს ქალბატონ გიულის გრძელი ენა, რომ თავადაც ციხეში არ ზის თავის შვილთან ერთად. მიმაჩნია, რომ დანაშაულის ჩამდენის არდასჯა დანაშაულია და ეს უნდა გამოასწოროს ამ ქვეყანამ.

 

ერთიცაა და უნდა ითქვას: მე არასოდეს მომცეს უფლება, ტანი დამებანა. ვითხოვ, ანალოგიურ პირობებში მოიხადოს სასჯელი ამ ცხოველმა! ამ არაკაცმა ჩემსავით იტანჯოს საპატიმროში, არ შეუშვან ექიმი, ამოუქოლონ ფანჯრები, წიხლებით და ბეისბოლის ბიტებით სცემონ ისე როგორც მე და ჩემს მეგობრებს გვცემდნენ, გალახონ მამამისიც და ბოლოს გიულისაც ურტყან ძირს დაგდებულს „დუბინკა“ ისე, როგორც დედაჩემს და მერე მელაპარაკეთ შერიგებაზე!“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი