logo_geo
სოზარ სუბარი: მადლობა თქვას, რომ კარგ პირობებშია და ფაფები არ აკლია
- +

7 ნოემბერი. 2021. 01:23

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას სახალხო დამცველის პოზიციაზე მომუშავე სოზარ სუბარის თქმით, ქართულმა სახელმწიფომ ექსპრეზიდენტის მიმართ უკვე გამოიჩინა ჰუმანიზმი - მას არ უწევს იმ პირობებში სასჯელის მოხდა, რომელიც მის დროს ციხეში იყო, ამასთან, კანონმდებლობის ჰუმანიზაციის გამო, 34 წლის ნაცვლად, 6 წელი ელის ციხეში ჯდომა.

 

„პოლიტიკურად, ცხადია, უკრაინისთვის მისი არანაირი გადაცემა არ იგეგმება. რომც იგეგმებოდეს, ეს შეუძლებელია, რადგან ორი საქმე სასამართლოშია და მესამეზე ახლა დაიწყო გამოძიება. ვიდრე ეს არ ჩამთავრდება, თეორიულადაც არაა შესაძლებელი გადაცემა. შესაძლებელიც რომ იყოს, ის მოიხდის სასჯელს. ქართულმა სახელმწიფომ მის მიმართ ჰუმანიზმი უკვე გამოიჩინა. მის პერიოდში მოქმედი კანონის ჰუმანიზაცია რომ არა, 6 წლის ნაცვლად, 15 წელი მოუწევდა და 19 წელი ემუქრებოდა იმ საქმეებზე, რომლებზეც ახლა მიდის სასამართლო პროცესი. მესამე, შემოპარვის საქმეს არ ვგულისხმობ. ასე რომ, 34 წელი მოუწევდა ციხეში და მადლობა თქვას, რომ კარგ პირობებშია და ფაფები არ აკლია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი