logo_geo
სალომე ღვინიაშვილი: მგონია, რომ ნერვიულობამაც შემიშალა ხელი და იმედია, ცოტა მეტიც შემიძლია
- +

9 ნოემბერი. 2021. 17:38

 

 

 

მოდელი, სალომე ღვინიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ახალ გამოწვევებზე და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე საუბრობს.

 

„კამერასა და სცენას მიჩვეული ვარ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რამ არის. როცა საკუთარ საქმეში რეალიზებული, გაზრდილი და ჩამოყალიბებული ახალ საქმეს ეჭიდები, ჩემს შემთხვევაში – ცეკვას, რაც ვიცით, რომ საკმაოდ რთულია, მით უმეტეს სამეჯლისო და ლათინური ცეკვები, რომელიც ჩვენთან არც ისე ახლოსაა, ძალიან რთულია და თავისთავად სანერვიულოც. დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო უკეთ შევძლებ, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ უკეთესი შედეგი ერთ და ორ დღეში არ მექნება. ისიც ვიცი, რომ ხალხს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს მონაწილეების მიმართ, გვიყვარს ხოლმე მწვავე კრიტიკა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე მოცეკვავე არ ვარ. თუმცა, მგონია, რომ ნერვიულობამაც შემიშალა ხელი და იმედია, ცოტა მეტიც შემიძლია (იცინის).“- ამბობს ღვინიაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი