logo_geo
სალომე ღვინიაშვილი: წონაში საკმაოდ ბევრი დავიკელი
- +

9 ნოემბერი. 2021. 17:38

 

 

მოდელმა, სალომე ღვინიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ვარჯიშსა და სწორ კვებაზე ისაუბრა.

 

„ზაფხულში გადავწყვიტე, ჩემი სხეულის ფორმები შემეცვალა, მევარჯიშა და წონაშიც ცოტა დამეკლო. აქამდეც ვვარჯიშობდი, მაგრამ გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მივდგომოდი ამ საქმეს. როცა ვარჯიშში დიდ ენერგიას დებ, თუ კვებითაც არ შეუწყვე ხელი, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. ასეც მოვიქეცი და წონაში საკმაოდ ბევრი დავიკელი, ცეკვებიც დამეხმარა ამაში, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ლამაზი ფორმები იყო. ასაკთან ერთად ფორმებიც იცვლება, მოგეხსენებათ, სამი შვილი მყავს და სხეულს თუ არ მიხედე, ფორმებს კარგავ. პატარა აღარ ვარ, 37 წლის გავხდი და გადავწყვიტე, უფრო მეტი ყურადღება დამეთმო საკუთარი თავისთვის. მყავს ინსტრუქტორი, რომელიც სწორ ვარჯიშებს მირჩევს და მივყვები მის ინსტრუქციებს. რაც შეეხება კვებას, ყოველდღიურად დათვლილი რაოდენობით ვიღებ კალორიებს, იმდენს რამდენიც ჩემთვის არის საჭირო. ესეც, რა თქმა უნდა, პროფესიონალთან კონსულტაციის შედეგად და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია და განსაკუთრებული შეზღუდვები არ მაქვს, შიმშილის გრძნობაც არ მაწუხებს. ძალიან გემრიელად და თან ჯანსაღად ვჭამ.“- ამბობს მოდელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი