logo_geo
ჯარჯი წიკლაური: ისინი ცდილობდნენ სასამართლო პროცესი ქუჩის აქციად გადაექციათ
- +

11 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ ჩართულიყო პროცესში და გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, მათ უარი თქვეს, აღმოჩნდა ისე, რომ ბრალდების მხარეს კი არ ეშინია სააკაშვილის გამოჩენა, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ რაღაც პრობლემები და შიშები, რომ გამოეჩინათ ბრალდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს არ იტყოდნენ“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთგვარი სანახაობა მოაწყვეს მათ სასამართლოს სხდომის დარბაზში, ყოველ შემთხვევაში მცდელობა ჰქონდათ ამის.

 

„მათი მიზანი იყო ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაცია და როგორც ჩანს, ეს ემსახურებოდა ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ერთგვარი სანახაობა მოაწყვეს მათ სასამართლოს სხდომის დარბაზში, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ჰქონდათ ამის. ამასვე ემსახურებოდა ერთ-ერთი ბრალდებულის გამოჩენა ამ სხდომაზე, გიგი უგულავას ვგულისხმობ, რომელიც მრავალი წინა პროცესის განმავლობაში, როცა მტკიცებულებებს ვიკვლევდით, მათ შორის დაზარალებულებს ვკითხავდით, ჟურნალისტებს, რომლებიც სცემეს „იმედის“ დარბევის დროს, არც ერთ ამ პროცესს არ დასწრებია. ეს ადამიანი და მხოლოდ დღეს მოვიდა იმისთვის, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინა. ისინი ცდილობდნენ სასამართლო პროცესი ქუჩის აქციად გადაექციათ. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათი მიზანი არ არის ნორმალურ ვითარებაში სასამართლოში მონაწილეობა, აბსოლუტურად სხვა მიზნები და გეგემები ჰქონდათ მათ. მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ ჩართულიყო და გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, მათ უარი თქვეს, აღმოჩნდა ისე, რომ ბრალდების მხარეს კი არ ეშინია სააკაშვილის გამოჩენა, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ რაღაც პრობლემები და შიშები, რომ გამოეჩინათ ბრალდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს არ იტყოდნენ“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი