logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მართული პოლიტიკური ტელევიზიებისა და პარტიული პროდიუსერების საშუალებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეების განწყობებით მანიპულირებას ცდილობს
- +

15 ნოემბერი. 2021. 17:45

 

 

„ჩვენთვის ნებისმიერი მოქალაქის პროტესტი მნიშვნელოვანია - რამდენიც არ უნდა იყვნენ და სადაც არ უნდა შეიკრიბონ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეების განწყობებით მანიპულირებას ცდილობს. ისინი ამას აკეთებენ მათ მიერ მართული პოლიტიკური ტელევიზიებითა და პარტიული პროდიუსერების საშუალებით, ყოველდღიურ რეჟიმში“, - აცხადებს არჩილ ტალაკვაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული ტელევიზიები არ აშუქებენ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ სამაგიეროდ, 24-საათიან რეჟიმში აშუქებენ, თუ სად იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და როგორ უშლიან ხელს საზოგადოებასა და სახელმწიფოს ფუნქციონირებას.

 

„თუ ისინი უფრო რადიკალურ გზას აირჩევენ, თუ მოქალაქეებს გზებს გადაუკეტავენ, დაბლოკავენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომელთაც პაციენტები მიჰყავთ, მობილურ საპენსიო პუნქტებს შეუძლიან ხელს პენსიის მოქალაქეებამდე მიტანაში, აცრისთვის აუცილებელ ავტობუსებს გადაადგილებაში შეუშლიან ხელს, რა თქმა უნდა, ამაზე, ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა პარლამენტიდან იქნება სრული მზაობა, რომ კანონით, პროპორციულად, აბსოლუტურად გონივრულ ფარგლებში, ამ დესტრუქციული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციები სათანადო რეაგირების საგანი იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი