logo_geo
ნათია ლაზაშვილი: ყველაფერში ზომიერებაა საჭირო
- +

16 ნოემბერი. 2021. 15:23

 

ჟურნალისტი, ნათია ლაზაშვილი ჟურნალისტიკის გარდა ინტერიერის დიზაინერის ამპლუაშიც მოგვევლინება, ამის შესახებ ლაზაშვილმა  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„მე არ მიყვარს ერთი სტილი. ყველაზე მეტად არ მიყვარს კლასიკური სახლები ან ძველი ტრადიციული ავეჯით ან, ეგრეთ წოდებული, „ევრორემონტები“ – ასეთი ბინები ყვე ლა ერთმანეთს ჰგავს. ძველ სახლებს ყველაფერს ვუნარჩუნებ, რისი შენარჩუნებაც შეიძლება და რაც ავთენტურია, თუმცა მიყვარს ერთმანეთთან სხვადასხვა სტილის შერწყმა. მაგალითად, თანამედროვე ლოფტში ძველი კლასიკური დივანი ან უძველესი ჭაღი, ძალიან მიყვარს არტ ნუვოს – მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის — არქიტექტურაც და დიზაინიც. ან, თუნდაც, ძველ ქართულ აგურთან შერწყმული, ცივი ბეტონის კედელი. ასევე მომწონს ინტერიერში რკინის ელემენტების გამოყენება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. სახლი კომფორტული უნდა იყოს იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და არა ანტიკვარიატის მაღაზია.“- ამბობს ჟურნალისტი.

 

 

big_banner
არქივი