logo_geo
ნუცა ჯანელიძე: მიიტანეს ამბები სააკაშვილთან და ამის მერე ავიკრძალეთ...
- +

18 ნოემბერი. 2021. 14:46

 

 

თავიდან ვიცოდით, რომ ძალიან მოსწონდა მიხეილ სააკაშვილს ჩვენი სიმღერები, ამიტომ ყველა საპატიო კონცერტზე ვიყავით დაპატიჟებული. მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მოხდა ის უბედურება, პირადად „ფორტეს“  გოგოებს არ შეგვხებია, მაგრამ ზურა მანჯავიძეს შეეხო”, - ამის შესახებ მუსიკოსმა ნუცა ჯანელიძემ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

თავიდან, როდესაც მოხდა ჩვენი  (ფორტეს) დაშორიშორება მესამე პრეზიდენტთან (სააკაშვილთან), დავრჩით უპატრონოდ, მიგდებულები, აკრძალულები. მთელი ხუთი წელი დაბლოკილები ვიყავით. ახალ წელს შემწვარი კარტოფილის ფულიც კი არ გვქონდა ხანდახან. მაგრამ, 2012 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ უკვე ჩვენ არსად ვიბლოკებოდით. ყველასათვის გაიხსნა გზა. და რატომ არ უნდა ვიყო მადლობელი?

 

თავიდან ვიცოდით, რომ ძალიან მოსწონდა მიხეილ სააკაშვილს ჩვენი სიმღერები, ამიტომ ყველა საპატიო კონცერტზე ვიყავით დაპატიჟებული. მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მოხდა ის უბედურება, პირადად „ფორტეს“  გოგოებს არ შეგვხებია, მაგრამ ზურა მანჯავიძეს შეეხო. იმიტომ, რომ ზურა ცხოვრობს პირველი სკოლის უკან. დედამისი ცხოვრობდა იქ. მიტინგზე, რომელიც 7 ნოემბერს იმართებოდა, ჩამოვიდა ზურას დედა და თავადაც იქ იყო. რომ მოხდა ის არეულობა, ზურა იყო გადარეული. უცებ დაიწყო არეულობა და ძლივს მოასწრო დედის სახლში აყვანა, ისეთი საშინელება ხდებოდაო. ამის შემდეგ, ზურას  კარგი რამ ეთქვა, ცოტა „რთული“ იქნებოდა. მიიტანეს ამბები სააკაშვილთან და ამის მერე ავიკრძალეთ. არამარტო კონცერტებზე ვიბლოკებოდით, არამედ ვიღაცას შვილის ნათლობა თუ ჰქონდა, ან ქორწილის 20 წლისთავი, ისინიც კი გვშლიდნენ სტუმრების სიიდან ფინანსური პოლიციის შიშით, ან იმან არ გაიგოს და ა.შ. სამაგიეროდ ხალხი გვხვდებოდა თბილად, პატრულის თანამშრომლები ქუჩაში ისე თბილად გვხვდებოდნენ, ოღონდ შეწუხებული სახით, რადგან მათაც ეშინოდათ სამსახურის დაკარგვის. დღეს, მაგალითად ვინც ითვლებიან მიშისტებად ჩემი კოლეგებიდან, გინდა მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, ლექს-სენი, ეკრანზე არის ყველა. არავინ იბლოკება ღონისძიებებზე. მერიის კონცერტებზე, რადგან თავად ბატონმა კახა კალაძემაც თქვა - იმათ ხო არ დავემსგავსებითო?!

 

სხვათაშორის, ამასწინათ ნანული სარაჯიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. კულისებში კულტურის წარმომადგენ-ლები ვიყავით აქეთურებიც და იქეთურებიც და სიყვარულის, სიცილის მეტი იქ არაფერი ხდებოდა. ჩვენში განხ-ეთქილება არაა. ორივე მხარემ, ჩემს კოლეგებზე მაქვს საუბარი, უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის არჩევანს. იგივე მერაბს, ლელას ვიღაცამ რომ უთხრას დადექი და „ფორტე“ აგინეო, არცერთი არ იკადრებს მაგას. დიახ, დარწმუნებული ვარ და საქვეყნოდ გეუბნები!” - განაცხადა ნუცა ჯანელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი