logo_geo
ანდრია გველესიანი: კომფორტის ზონაა ჩემთვის მანქანა
- +

23 ნოემბერი. 2021. 13:06

 

 

მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა საკუთარ „იუთუბ არხზე“, ძალიან საინტერესო გადაცემა დაიწყო, სახელწოდებით: „ანდრიას კარაოკე“. პირველ სატესტო გადაცემას საზოგადოების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც მსახიობს დიდ სტიმულს აძლევს ახალი წამოწყების განვითარებაში, ამის შესახებ ანდრია გველესიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„როგორც ჩვეულებრივ დროს ვარ აქტიური, ასეთივე კომფორტის ზონაა ჩემთვის მანქანა. ხშირად გავდიოდი ხოლმე რეპეტიციებს საჭესთან და დღემდე, როცა მანქანას ვმართავ: ვმღერი, ვაკვირდები ხალხს, გარემოს და ასე შემდეგ. იდეის დონეზე სულ მინდოდა, მსგავსი გადაცემა გამეკეთებინა. ყოველთვის მეგონა, საინტერესო იქნებოდა. თან, ძალიან მიყვარს ქართული კარაოკე და რაც მთავარია, ამ გადაცემის ანალოგი საქართველოში არ არსებობს – წლების წინ იყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დეტალები არ ვიცი. ამიტომ გადავწყვიტე, სატესტო გადაცემა გადამეღო და სტუმრად ჩემი უახლოესი მეგობარი, გიორგი ცხადაძე დავპატიჟე. არ მინდა, ბანალური და სტანდარტული გადაცემა გამოვიდეს, ამიტომ ვეცდები, ყოველთვის საინტერესო იყოს სტუმრის გამოჩენა და საერთოდ, ყველაფერი“, - ამბობს ანდრია გველესიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი