logo_geo
გოგა ხაინდრავა: ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე არ დაიმალება!
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:05

 

 

„ეს მწამებლები, არაადამიანურობის იდეოლოგები და შემომქმედები - ბოკერიები, სააკაშვილები, მერაბიშვილები, ადეიშვილები, გვარამიები, რომელებიც თან პროკურორები იყვნენ, თან მოსამართლეები, თან ჯალათები და თან ქვეყნის მმართველები, ცილს სწამებდნენ, აწამებდნენ და სჯიდნენ უამრავ უდანაშაულო ადამიანს!“ - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ფილმ „ჰეროკრატიის“ დრო აწი მოდის. დღეს რაც ხდება, ეს ჯერ ამ კინოს პროლოგია. დაიწყება სასამართლო პროცესები და საზოგადოება ნახავს, რამდენი ეპიზოდი დაემთხვევა იმ სასტიკ რეალობას, რომელშიც ამყოფეს წლების მანძილზე ამ ჯალათებმა ჩვენი სამშობლო.. ყველაფერი წინაა, კინო ახლა დაიწყო. რეჟისორისთვის, რომლის ფილმზე,  საერთოდ არავინ  არაფერი თქვა, უფრო დიდი აღიარება არ არსებობს. ისე დუმს კინოსაზოგადოება, კრიტიკოსები, ფილმის პერსონაჟები, პროტოტიპები და ანტიგმირები, ვითომც ეს ფილმი საერთოდ არც ყოფილა, არც უნახავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანშია გარტყმული. ქართველი საზოგადოება აუცილებლად გაითავისებს დროში, რომ ეს ფილმი არის მატიანე იმ უმძიმესი ეპოქის, რომლის შელამაზების, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების თუ დავიწყების, უბადრუკი მცდელობაა დღეს სახეზე. მოყოლებული იმ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციიდან, რომელიც ფსევდოლიბერალურმა და ფსევდოდემოკრატიულმა, ბნელმა ძალებმა მოგვახვიეს ჩვენ ქვეყანას თავს! სამწუხაროდ, ჩვენც ავყევით ზედმეტად. საკმარისი პრინციპულობა ვერ გამოვიჩინეთ  იმისთვის, რომ ეს უსასტიკესი, კაცთმოძულე რეჟიმი, ბოროტმოქმედები, ადამიანობის წინააღდეგ მოქმედი კაციჭამიები  გვემხილა და მოგვეზღო ის, რისი ღირსებიც იყვნენ!

 

ეს მწამებლები, არაადამიანურობის იდეოლოგები და შემოქმედები - ბოკერიები, სააკაშვილები, მერაბიშვილები, ადეიშვილები, გვარამიები, რომელებიც თან პროკურორები იყვნენ, თან მოსამართლეები, თან ჯალათები და თან ქვეყნის მართველები, ცილს სწამებდნენ, აწამებდნენ და სჯიდნენ უამრავ უდანაშაულო ადამიანს! ეს გარეწრები და მათი მფარველები, ჩრდილოეთში, დასავლეთში თუ ჯანდაბაში,  დღეს   დემოკრატიის დამცველებად და  ჰუმანისტებად, ადამიანის უფლებების დამცველებად რომ გვევლინებიან  ბედავენ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე ლაპარაკს!

 

ფსევდოპოლიტიკოსები, ნიკანორ მელია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე  სააკაშვილის უსასტიკესი რეჟიმის მსახურები არიან!

 

მამუკა ხაზარაძეს, სააკაშვილის სისხლიანი ხელებიდან ბრწყინვალების ორდენის მიმღებს, ბადრი ჯაფარიძეს, ბანკირებად რომ მოჰქონდათ თავი, იმავდროულად ციხეებში ნატანჯი, ნაწამები ადამიანებისგან ნაძარცვ ფულს „ნებაყოფლობით“ ბიუჯეტში შეტანილად აფორმებდნენ, იქვე სატუსაღოებში, რათა შემდეგ ეს ფული, სისხლიანი რეჟიმის ბელადებს, ვნებების დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინათ.

 

ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე არ დაიმალება!

 

ვერ ეღირსებიან, რამდენიც არ უნდა აფინანსონ მედიასაროსკიპოები!“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ინტერვიუს სრულად წაკითხვა შეგიძლიათ გაზეთ „ქართული აზრის“ მე-15 ნომერში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი