logo_geo
ნოდარიკო ხუციშვილი: ჩემს თავს არ აღვიქვამ, როგორც განსაკუთრებულს და არ მგონია, რომ ვარსკვლავობა, რამე წოდება ან განსაკუთრებული დამსახურებაა
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:45

 

 

 

„ჩემს თავს არ აღვიქვამ, როგორც განსაკუთრებულს და არ მგონია, რომ ვარსკვლავობა, რამე წოდება ან განსაკუთრებული დამსახურებაა. როგორც ვიღაც არის დურგალი, ისე მე ვარ მუსიკოსი, სულ ესაა“, -ამის შესახებ ნოდარიკო ხუციშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბოლო წლებში ტურიზმის სფეროში ვიყავი აქტიური და ბოლომდე გიდად ვმუშაობდი. ჩემი ტურისტული კომპანია არ მქონდა, მაგრამ სოციალური ქსელის დახმარებით ვაწყობდი ტურებს საქართველოს მასშტაბით. ეს იყო ჩემი ძირითადი საქმიანობა. ისე, პიარი და მარკეტინგი მაქვს დამთავრებული და 18 წლის ასაკიდან ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია. პოპულარობა რომ არსებობს, ეს ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამან ჩემში რამე შეცვალა. როგორც აქამდე ვცხოვრობდი, დღესაც ისე ვცხოვრობ, თუმცა დაემატა აქტივობები, რაც საოცრად მაბედნიერებს, რადგან სიმღერა ძალიან მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ თავს პოპულარულად აღვიქვამ, თუ ჩემი სიმღერა ვინმეს ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს ავსებს და ალამაზებს, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს?! მე ასე ვუყურებ ამ საქმეს და არა პოპულარობის ჭრილში. ჩემს თავს არ აღვიქვამ, როგორც განსაკუთრებულს და არ მგონია, რომ ვარსკვლავობა, რამე წოდება ან განსაკუთრებული დამსახურებაა. როგორც ვიღაც არის დურგალი, ისე მე ვარ მუსიკოსი, სულ ესაა.“- ამბობს ნოდარიკო ინტერვიუში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი