logo_geo
ანანო მარჩილაშვილი: არ მიყვარს ეს ბანალური ფრაზა, მაგრამ მგონი, მართლა ბავშვობიდან ვმღერი
- +

23 ნოემბერი. 2021. 17:21

 

 

 

მომღერალი, ანანო მარჩილაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის მუსიკალურ გამოცდილებაზე საუბრობს.

 

„არ მიყვარს ეს ბანალური ფრაზა, მაგრამ მგონი, მართლა ბავშვობიდან ვმღერი. ჯერ პიონერთა სასახლეში დავიწყე სიარული, მერე სხვადასხვა სტუდიაში დავდიოდი. კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის მოსწავლე ვიყავი და შემდეგ მასთან ერთად ვმუშაობდი, ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე. მას შემოქმედებითი საღამოები ჰქონდა ბაღებსა და სკოლებში, სადაც მასთან ერთად ვმღეროდი. სკოლა რომ დავამთავრე, მუშაობა დავიწყე და მგონი, ყველა რესტორანში მაქვს ნამღერი ორ-ორი დღით. ეს იყო ჩემი პრობლემა და პრინციპში აქ წამოსვლის მიზეზიც –სამწუხაროდ, სტაბილური სამსახური არ იყო. მანამდე ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში ჩავაბარე ვოკალის განხრით. ძალიან მინდოდა, კონსერვატორიაში მესწავლა ჯაზის ფაკულტეტზე, მაგრამ იმ წელს არ ჰქონდა მიღება და გადავწყვიტე, რომ წელი არ გამეცდინა.“- ამბობს ანანო მარჩილაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი