logo_geo
ანდრია გველესიანი: შვილის დაბადების შემდეგ სამყაროს სხვანაირად ხედავ
- +

23 ნოემბერი. 2021. 18:06

 

 

მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის შვილზე საუბრობს:

 

„ვცდილობ, 100 პროცენტით ყველაფერში ჩართული ვიყო. ადრე, თითქოს, არ იყო მამების ეს ტენდენცია. მიხარია, ყველა ჩემი მეგობარი, ვისაც პატარა ჰყავს, ბოლომდე ჩართულია ბავშვის აღზრდაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, თუმცა, ბავშვს დედას ვერავინ შეუცვლის. როგორც არ უნდა გავისარჯოთ მამები, დედა, უდავოდ, უპირობო ლიდერია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ბოლომდე ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი თავისუფალი დრო მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრეს ეკუთვნის. აქამდე თუ სხვადასხვა ინტერესით ვცხოვრობდი, ახლა მხოლოდ მისთვის ვარსებობ. ჩემს კარიერულ წინსვლას და ყველაფერს მხოლოდ ის გათვლა აქვს, რომ ჩემს შვილს მომავალი შევუქმნა. შვილის დაბადების შემდეგ სამყაროს სხვანაირად ხედავ“, - ამბობს გველესიანი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი