logo_geo
ბაბი კირკიტაძე: იმ ეტაპზე მივედი, რომ სერიოზულად მივხედო გარეგნობას და კვებას
- +

24 ნოემბერი. 2021. 11:41

 

 

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში სახის მოვლის თავისეულ რუტინაზე საუბრობს და ძველ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს.

 

„სახლის პირობებში ვიკეთებდი სახის ნიღბებს, ყურმოკრული ხალხური რეცეპტებით ვისუფთავებდი კანს, მაგალითად, მჭადის ფქვილით, კვერცხის გულითა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სარეცხის საპნით ვიბანდი სახეს და ჩემს კანს ძალიან უხდებოდა. მომწონდა, სახეს რომ ჭიმავდა და მერე მკვებავ საცხს ვისვამდი. ერთმა ადამიანმა მირჩია, სახის კანისთვის ძალიან კარგია სეზონური ხილი, მაგალითად, რომ გათლი ვაშლს, კიტრს და სხვა სეზონურ ხილს და ბოსტნეულს, კანი სახეზე დაილაგე, ძალიან უხდებაო. მოკლედ, გავთალე გრეიპფრუტი და ვერ მივხვდი, როგორ დამელაგებინა მისი კანი სახეზე, მოვუჭირე ხელი და სახეზე წვენი შევიშხაპუნე. თურმე, ალერგიული ვყოფილვარ, ცუდად გავხდი, ორი საათი ცივი წყლის ქვეშ ვიყავი შეყუდებული, დავსივდი, მთელი სახე დამიბუჟდა. ოთხი დღე საჭმელსაც ვერ ვჭამდი. ასე რომ, მთლად სხვების რჩევებსაც არ უნდა მოუსმინოთ და ყველაფრის გათლილი კანი არ უნდა შემოილაგოთ სახეზე (იცინის). სხვათა შორის, არ ვიცოდი თუ ალერგიული ვიყავი და ამ პროცედურის შემდეგ გავიგე. ზოგადად, დილით სახეს მინერალური წყლით ვიწმენდ, შემდეგ დამატენიანებელს ვისვამ და თვალების გარშემო – კრემს და რაც არ უნდა გადაღლილი ვიყო, საღამოს მაკიაჟს ვიცილებ სახიდან და აუცილებლად ვისვამ ღამის დამატენიანებელს. საღამოს სახის კანს ვუვლი და დილით გადასარევად მაქვს. მოკლედ, იმ ეტაპზე მივედი, რომ სერიოზულად მივხედო გარეგნობას და კვებას. მარტო გარედან დატენიანება, რაღაცების შესხმა და შეზელვა არ არის საკმარისი, არ შველის, კვებითი ხელშეწყობაც აუცილებელია, რომ კარგად გამოიყურებოდე. ასევე, ბევრი წყალიც უნდა სვა და სახის კანიც დატენიანებული გექნება, არც გამონაყარი გაგიჩნდება და არც მსგავსი არაფერი“, - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი